აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ,,ვაშინგტონ პოსტის“ სარედაქციო კოლეგიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ნატო-ს დაფინანსება აშშ-ის მხრიდან მკვეთრად უნდა შემცირდეს.
ნატო, ტრამპის განცხადებით, ამერიკას ძვირი უჯდება და უკვე ამის უფლებას სახელწიფო თავს ვერ მისცემს.
იგი მიიჩნევს, რომ ნატო არაეფექტურია და ევროკავშირი-აშშ არასაკმარისად მოქმედებენ, რაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროს გამოჩნდა. ,,აშშ-ს უწევს ჩაერიოს იმაში, რამაც შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს რუსეთთან“, - განაცხადა ,,ბიბისის“ ინფორმაციით მილიარდერმა.
მან ,,სი-ენ-ენთან“ განაცხადა, რომ ნატო შეიქმნა მაშინ, როდესაც მსოფლიო სხვაგვარი იყო. ,,უნდა დავფიქრდეთ. შევინარჩუნოთ ნატო, მაგრამ შესაძლოა მისი მხარდაჭერისთვის გადავიხადოთ ნაკლები“, - დასძინა მან.