თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც გუშინ, ღამით გაიმართა, სუხიშვილების ანსამბლმა ხორუმი შეასრულა.
დონეცკის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეების სამეულმა, ნადეჟდა სავჩენკო რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. პროკურატურა უკრაინელი მფრინავისთვის 23-წლიან პატიმრობას მოითხოვს. სასამართლო სრულ გადაწყვეტილებას დღეს წარმოადგენს. ამის შემდეგ, კი გამოაცხადებს განაჩენს. სასამართლოს განმარტებით, ორი დღე ტექსტის მოცულობის გამო გახდა საჭირო.
სავჩენკოს ბრალად ედება იმ რუსი ჟურნალისტების მკვლელობა, რომლებიც უკრაინის ლუგანსკის ოლქში 2014 წლის ივნისში დაიღუპნენ. სავჩენკო ამ დრომდე ყველა ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, ის რუსმა სეპარატისტებმა ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს. სავჩენკომ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის არის ჯარისკაცი და არა მკვლელი.