საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი საქართველოს მიმართგამოხატული განსაკუთრებული თანადგომისათვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვისღირსების ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობასდა ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას.
ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომმა შეხვედრისას ისაუბრა იმ სარგებელზე, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება სთავაზობსბიზნესს. საუბარი ასევე შეეხო DCFTA -ის იმპლემენტაციის პროცესს.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაჩქარდება და უახლოეს მომავალში წარმატებითდასრულდება.