ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიგრაციის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის წევრები შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდნენ.
მათი განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან იმაზე უფრო რთული ვითარება დახვდათ, ვიდრე ინფორმაციას ფლობდნენ. დელეგაციის წევრები მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი დავით ვანიშვილს ესაუბრნენ და არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილი ოჯახის წევრებისგან მოისმინეს.
დელეგაციის წევრმა ანეტ გროტჰმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, ევროპის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა უშუალოდ ადგილზე ნახონ შექმნილი ვითარება, გაეცნონ იმ ადამიანების პრობლემებს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭო საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ დაასრულა ოფიციალური შეხვედრები. სტუმრები საქართველოს ხვალ დატოვებენ.