ნადია სავჩენკო სასამართლომ რუსი ჟურნალისტების დაღუპვის საქმეში დამნაშავედ ცნო. დონის როსტოვის ქალაქ დონეცკის სასამართლოს მოსამართლე პროცესზე საბრალდებო დასკვნას კითხულობს. განაჩენის გამოცხადება ორი დღე გაგრძელდება.
პროკურატურა უკრაინელი მფრინავისთვის 23 წლიან პატიმრობას მოითხოვს.
ნადია სავჩენკოს 2014 წელს ლუგანსკის ოლქში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებენ, თავად დაკავებული ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის სეპარატისტებმა, ჟურნალისტების დაღუპვამდე ტყვედ აიყვანეს და რუსულ მხარეს გადასცეს.
დღევანდელ პროცესზე დასწრებას გეგმავდა მინსკის საკონტაქტო ჯგუფში კიევის წარმომადგენელიც, თუმცა ირინა გერაშენკო რუსმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს.