სტამბოლში ტერაქტის საშიშროების გამო საფეხბურთო მატჩი გაუქმდა. "ბიბისის" ინფორმაციით, სტადიონიდან გუშემატკივრების ევაკუირება განხორციელდა.
საფეხბურთო მატჩი სტამბოლის ორ წამყვან გუნდს, "გალათასარაისა" და "ფენერბახჩეს" შორის უნდა გამართულიყო. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ მატჩის დროს ტერორისტული აქტის განხორციელება იგეგმებოდა.
შაბათს სტამბოლში მომხდარს ტერაქტს 4 ადამიანი ემსხვერპლა, 36 დაშავდა. შინაგან საქმეტა მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ თვითმკვლელი ტერორისტი კავშირში იმყოფებოდა ,,ისლამურ სახელმწიფოსთან“.