21 მარტს, 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომს შეხვდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისარი ასევე გამართავენ შეხვედრას ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წევრებთან. ღონისძიება გაიმართება 16.00 საათზე, სასტუმროში "ქორთიარდ მარიოტი."