ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეული შეათნხმების ძალაში შესვლა ევროპაში მყოფმა ლტოლვილებმა გააპროტესტეს. ეთნიკურმა ქურთებმა ჰანოვერის ქუჩებში მსვლელობა გამართეს. ისინი თურქეთის ხელისუფლებას ქურთების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ და ევროპელ ლიდერებს ანკარასთან დათმობებზე წასვლის გამო აკრიტიკებენ. აქციის მონაწილეებმა ქურთების მშრომელთა პარტიის ლიდერის, აბდულა ოჯალანის ციხიდან გათავისუფლებაც მოითხოვეს.
ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიგრაციულ კრიზისზე მიღწეული შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა. დოკუმენტი, რომელსაც 18 მარტს მოეწერა ხელი, თურქეთში ევროპიდან არალეგალი მიგრანტების დაბრუნებას ითვალისწინებს. საპასუხოდ ევროკავშირი მიიღებს თურქეთის ტერიტორიაზე ლტოლვილთა ბანაკებში მყოფ მიგრანტებს, თუმცა ეს მხოლოდ სირიის მოქალაქეებს შეეხება.
შეთანხმების შესრულების მიზნით, უახლოეს პერიოდში საბერძნეთში 2 300 თარჯიმანი და მიგრაციის საკითხების სპეციალისტი ჩავა.