ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტამბოლში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 36.
თურქული მედიის ინფორმაციით, აფეთქება, სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. აფეთქება სტამბოლის ხალხმრავალ ქუჩაზე მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
შეგახსენებთ, თურქეთში ბოლო აფეთქება 13 მარტს მოხდა, რი შედეგდაც 37 ადამიანი დაიღუპა. მაშინ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ქურთთა რადიკალურმა დაჯგუფებამ “ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა” აიღო.