19 მარტს 14:00 საათზე აქცია მსვლელობას გამართავენ ავტოკლუბები და უკანონოდ დაჯარიმებული მძღოლები, რომელთაც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტიორი კომპანიები შეუერთდებიან.
შეკრება 14:00 საათზე დაიწყება, დიღომში, ოლიმპიური სტადიონების პარკინგიდან, საიდანაც იგეგმება მსვლელობა 15:00 საათზე და დასრულდება 16:00 საათზე შსს წინ.
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ შსს-ს გადაწყვეტილებას მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ.
„აღნიშნული ფაქტი არის უსამართლობა, ამ გადაწყვეტილებით იზღუდება საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლება - არჩევანის თავისუფლება, ასევე არ არის გათვალისწინებული იმპორტიორთა ინტერესები. ხელისუფლების გადაწყვეტილება ბიზნესს დიდ დარტყმას აყენებს" - თვლიან აქციის მონაწილეები.
აქციაზე ასევე გაპროტესტდება 200 ლარით მძღოლთა უკანონოდ დაჯარიმება. როგორც ცნობილია შსს-მ აამოქმედა სადამსჯელო ღონისძიებები. აღნიშნული ჯარიმა, კანონის თანახმად, ეხება მძღოლს, რომელიც არასწორი პარკირების ადგილზე აჩერებს ავტომობილს და იწვევს საცობის შექმნას და არა ნებისმიერ შემთხვევას, როგორც დღეს ხდება.
აქციის მონაწილეები მოგმართავთ მედია საშუალებებს: გთხოვთ მობრძანდეთ აქცია-მსვლელობის საწყის პუნქტთან (დიღომში, ოლიმპიური სტადიონების პარკინგი). არსებობს საშიშროება ძალოვანმა სტრუქტურებმა ხელი შეუშალონ, შეაფერხონ მსვლელობა. თქვენი გამოჩენა ჩვენი სიმშვიდის გარანტია. აქცია იქნება მშვიდობიანი.