ცნობილი იტალიელი მუსიკოსის ეროს რამაზოტის კონცერტი თბილისში 24 აპრილს გაიმართება. მუსიკოსის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კონცერტი სპორტის სასახლეშია დაგეგმილი.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს რობი უილიამსი და ელტონ ჯონიც ეწვევიან. კულტურის მინისტრის თქმით, მსოფლიო დონის მუსიკოსებთან მოლაპარაკებები ტექნიკურ დეტალებზე მიმდინარეობს. მისივე თქმით, კონცერტების ბილეთები სიმბოლურ ფასად გაიყიდება.