საქართველოს პარლამენტში ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებაზე მომუშავე კომისიის შექმნას, არცერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, კომისიის წევრები არიან: მანანა კობახიძე, გუბაზ სანიკიძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გიგა ბუკია, გოჩა ენუქიძე, კახა ოქრიაშვილი, გოგი თოფაძე, ზურაბ ტყემალაძე, გედევან ფოფხაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, ვაჟა აზარაშვილი(კომპოზიტორი), მერაბ თავაძე(კინორეჟისორი) და ნანა ჭიღლაძე(თსუ-ს კონსტიტუციური სამართლის პროფესორი).
ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა.