23 მარტს- ლატვიის დედაქალაქის კულტურის სასახლის საკონცერტო დარბაზი "ზიმელბლაზმა" ქართულ ჯგუფ "ირიაო"-ს უმასპინძლებს. "ირიაო-ში 7 წევრია: დავით მალაზონია - ჯგუფის ლიდერი და ყველა კომპოზიციის ავტორი, დრამერი ლევან აბშილავა, ბასისტი შალვა ღელეყვა, ქართულ ხალხურ საკრავებზე შესრულების ოსტატი ნუგზარ ქავთარაძე და ვოკალისტები: გაგა აბაშიძე, მიშო ჯავახიშვილი და ბუბა მურღულია.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და რიგის მერიის ერთობლივი მხარდაჭერითა და ორგანიზებით.
თბილისსა და რიგას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2007 წლის 3 აპრილს გაფორმდა. იგი საზოგადოებრივი ცხოვრების, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და ეკონომიკის სფეროებში ქალაქებს შორის ურთიერთობების წახალისებას და ერთობლივ პროგრამებში მონაწილეობას ითვალისწინებს.
ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ პერიოდში ქალაქებმა ერთმანეთის გამოცდილების გაზიარების მიზნით და კავშირების გასაღრმავებლად რამდენჯერმე გაცვალეს დელეგაციები. ბოლო წლებში, სხვადასხვა დროს თბილისს სტუმრომდნენ რიგის დუმის იურიდიული, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობების, განათლების, კულტურისა და სპორტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სხვა სამსახურების წარმომადგენლები.

2011 წლის მაისში თბილისის მერიამ ქ. რიგას საჩუქრად გადასცა შოთა რუსთაველი მემორიალური დაფა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი საზოგადოებრივი შენობის კედელზე განთავსდა.