"თავისუფალი დემოკრატები" კამპანია "ეს შენ გეხებას" მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან. პარტიის ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, აქციას როგორც რიგითი მოქალაქეები ისე შეუერთდებიან.
,,ხელისუფლებამ და ამ საშინელების ორგანიზატორებმა უნდა დაინახონ, რომ საზოგადოება ერთსულოვანია, საზოგადოებას ვერ შეაშინებ და ვერ ამოაგდებ იმ მიზნიდან, რომ შევქმნათ ლიბერალური დემოკრატიული ქვეყანა" , - აღნიშნა ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი მიიჩნევს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი და ასევე, დადგეს პროკურატურისა და პირადად მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი.
კამპანია "ეს შენ გეხებას" მიერ დაგეგმილი აქცია ხვალ, 13:00 საათზე, ფილარმონიიდან მსვლელობით დაიწყება.