2016 წლის 18 მარტს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება კლასიკური საოპერო მუსიკის კონცერტი სახელწოდებით „სოლიდარობა პარიზს!“ ღონისძიება ეძღვნება 2015 წლის 13 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ისლამისტი ექსტრემისტების მიერ მოწყობილი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ნათელ ხსოვნას.
კლასიკური საოპერო მუსიკის კონცერტში მონაწილეობას იღებენ გამორჩეულად ნიჭიერი, ღვაწლმოსილი და პოპულარული ქართველი საოპერო მომღერალი, ახალგაზრდა ტენორი ირაკლი კახიძე, ცნობილი ფრანგი საოპერო მომღერალი, ახალგაზრდა სოპრანო კრისტელ დი მარკო და პიანისტ კონცერტმაისტერი, კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, ღვაწლმოსილი მუსიკოსი და პედაგოგი, ქალბატონი მარინა ადამიშვილი.
კონცერტის იდეის ავტორია საოპერო მომღერალი დიანა გოგოჭური. ღონისძიების ინიციატორები არიან ქართველი ტენორი ირაკლი კახიძე და კულტურისა და ხელოვნების აკადემიური ცენტრი, ხელმძღვანელი ირაკლი წერეთელი. საკონცერტო ღონისძიება ტარდება თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მხარდაჭერით.