18 მარტს, 18:00 საათზე ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერა გაიმართება. თეატრი მაყურებელს შესთავაზებს ქართველი დრამატურგის ლიტერატურულ პრემია „საბას“ 2010 წლის გამარჯვებულის თამარ ბართაიას პიესას - „მთავარი როლი“.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი - გეგა ქურციკიძე, მუსიკალური გამფორმებელი - გიგა ჩიქოვანი, დამდგმელი მხატვარი - ნათია ბერაძე, ტექნიკური რეჟისორი - მარი აბესაძე.
მონაწილეობენ: ზურაბ აბესაძე, ნანა ისიანი, ნინო აბესაძე, ბადრი ტაბატაძე, მარეხ აბესაძე