საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება. როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, კარასინის განცხადება უნდა ითარგმნოს და მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს მიეწოდოს.
„ჩემმა მრჩეველმა ამაზე განცხადება გააკეთა, ჩვენ ამით შემოვიფარგლებით. ამასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ მოვუწოდებ საქართველოს საელჩოებს ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, რომ ეს განცხადება შესაბამის ენებზე იქნას თარგმნილი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს მიეწოდოს,“- განაცხადა პრეზიდენტმა.
ლავროვის მოადგილემ აღნიშნა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოში ანტირუსული რიტორიკა იმატებს, რასაც რუსეთი ჯერჯერობით ითმენს, თუმცა ამ ,,მოთმინებასაც საზღვარი აქვს“ .