თბილისში ბრიტანელი მუსკოსის, რობი ულიამსის კონცერტი იგეგმება, ამის შესახებ ინფორმაციას გადაცემა "20:30" ავრცელებს. მუსიკოსი საქართველოში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩამოვა და კონცერტს მაისში გამართავს.
უილიამსის კონცერტის შესახებ ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ 26 მაისის აღსანიშნავად საქართველოში მაღალი დონის არტისტების კონცერტები გაიმართება. ერთ-ერთი შესაძლოა, სწორედ რობი უილიამსი იყოს. ასევე, საუბარია ელტონ ჯონის ჩამოსვლაზე.