დონალდ ტრამპმა მორიგ ,,სუპერსამშაბათს“ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. თუმცა, არასრული და როგორც ,,ბიბისი“ წერს, ამით, აშშ-ში ,,რესპუბლიკური პარტია“ რთული პერიოდის საშიშროების წინაშე დააყენა.
იმისთვის, რომ "რესპუბლიკელებმა" ის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელონ, ტრამპმა 18-21 ივლისს დაგეგმილ პარტიულ ყრილობაზე 1 237 დელეგატის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.
"მე ვარ მილიონობით ადამიანის წარმომადგენელი, ბევრი მათგანი არჩევნებში მონაწილეობას პირველად იღებს. ხმის მიცემის უფლებას თუ ჩამოვართმევთ, ვფიქრობ, სერიოზული პრობლემები დაიწყება", - განაცხადა ამერიკელმა მილიარდერმა CNN-თან საუბარში.