ქართული ოცნება – რესპუბლიკელების წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, ადამიანებს, რომელთაც სურვილი აქვთ მართონ სახელმწიფო ძველი მეთოდებით, უნდა გაეცეს პასუხი. კორძაია იმ ადამიანებს მიმართავს, რომლებიც უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას ითხოვენ.
„ე.წ ოდეერებთან და იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებსაც აქვთ სურვილი მართონ ძველი წესებით ეს სახელმწიფო, უნდა გაეცეს სათანადო პასუხი და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ლადო პაპავას მოუწოდებს გადადგეს ვურჩევდი, რომ ნუ გააკეთებენ ამას, იმიტომ, რომ ლადო პაპავა არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, რომელმაც კანონის დაცვისთვის ამოიღო ხმა და რომელმაც პირველად განაცხადა მანკიერი პრაქტიკის არსებობის შესახებ ,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.