17 მარტს, თბილისისა და დუბლინის დამეგობრების 2 წელი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წელი აღინიშნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, "Tbilisi Event Hall"-ში, 20:00 საათზე, ცნობილი ირლანდიური და ქართულიჯგუფების - "Jack Lukeman"-ის და "ნიუტონის" ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ირლანდიური ჯგუფი საქართველოს პირველად ეწვევა და ქართველ მსმენელსშესთავაზებს ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებებს, გააცნობს ირლანდიურ კულტურას.
ორი ქვეყნის მეგობრობის საიუბილეო საღამოსთან დაკავშირებით, ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულზე, თბილისი კვლავ ჩაერთვება მსოფლიო კამპანიაში "Global Greening", რომლის ფარგლებშიც, თბილისის ანძა მწვანედ განათდება.
ყოველი წლის 17 მარტს მსოფლიოს დედაქალაქებში ღირშესანიშნაობები მწვანედ ნათდება. საქართველო აღნიშნულ აქციაში პირველად გასულ წელს ჩაერთო, რის შემდეგაცთბილისი ირლანდიის ტურიზმის სააგენტომ იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც ირლანდიელ ტურისტებს მოგზაურობის რეკომენდაციას აძლევს. საქართველოსა დაირლანდიას შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობა საგრძნობლად გააქტიურდა, რასაც ხელს უწყობს დუბლინში საქართველოს საელჩოს გახსნა.
გახშირდა ორმხრივი ვიზიტები და მნიშვნელოვანია, რომ 2014 წელს შედგა თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტი დუბლინში, სადაც ხელი მოეწერა ორი ქალაქისდამეგობრების შესახებ დოკუმენტს.
საღამო იმართება კომპანია „ჯორჯიან ივენთსის" ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. პროექტის საინფორმაციო პარტნიორია „რადიო იმედი". ღონისძიების სპონსორიაკომპანია „ნატახტარი".