„ეს პირდაპირ ნიშნავს სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესებში ჩარევას“ – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარენ, ირაკლი სესიაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოში ანტირუსული რიტორიკის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
სესიაშვილის თქმით, საქართველოს ერთი გზა აქვს არჩეული და ეს ევროპული და ევროატლანტიკური გზაა.
“არადიპლომატიური განცხადებაა აბსოლუტურად. ეს პირდაპირ ნიშნავს სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესებში ჩარევას. ეს სცდილდება ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ ეთიკის ნორმებს. რაც შეეხება მის ფიქრს, რომ აქ პრორუსული ძალები მოვიდეს, მე მინდა ვუთხრა ოკუპანტ ქვეყანას, რომ საქართველოს მოსახლეობას, ამ ქვეყანას აქვს მხოლოდ ერთი არჩეული გზა - ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური და ქვეყანაში ვერ მოვა ის ძალა, რომელიც ოკუპანტთან გარიგდება,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.