რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
„ჩვენ ამ ეტაპზე მრავალი მოსაზრებების, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით ამის გაკეთება არ შეგვიძლია, მაგრამ ბოლო პერიოდში, როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგრძნობლად გაფართოვდეს იმ ადამიანთა წრე, ვისაც შეეძლება საქართველოს მოქალაქეების რუსეთი მოწვევა. მომავალში კიდევ უფრო მეტ ვიზებს გავცემთ, თუმცა ახლა სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებაზე საუბარი შეუძლებელია. ამისკენ ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები“, - აღნიშნა კარასინმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.