„ეს ყველაფერი ხდება არჩევნებისთვის, ეს ყველაფერი თუ დროულად არ შეაჩერეს ქვეყანაში წავა უმართავი პროცესები,“ - განაცხადა ინგა გრიგოლიამ, რომელიც შაბათს აპირებს აქციაში მონაწილეობასაც, რომლითაც ის პირადი ცხოვრების ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გააპროტესტებს.
ამის შესახებ ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლია გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
ინგა გრიგოლია ამ კადრების გამავრცელებლების უმკაცრესად დასჯას ითხოვს და ამბობს, რომ მათ სამუდამო პატიმრობა უნდა შეეფარდოთ.