აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მომავალ კვირაში რუსეთში ჩავა, - ამის შესახებ ჯონ კერიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან სირიის საკითხს განიხილავს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, სირიიდან რუსი სამხედროების გაყვანისა და 27 თებერვალს ამოქმედებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ, სირიის სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო.”დღეს ამ საშინელი ომის მეხუთე წლისთავია, სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენ ხუთი წლის განმავლობაში მოგვეცა საუკეთესო შესაძლებლობა დავასრულოთ ეს ომი”, - განაცხადა ჯონ კერიმ.