ქვეყანაში მოსახლეობის დაცვა არის ხელისიფულების ვალდებულება, - განაცხადა გადაცემა არჩევნაში საუბრისას თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ.
“მათი პასუხისმგებლობაა. ის არის პრემიერ-მინისტრი და მე მის სურვილს კი ვხედავ, რომ ამის გამოძიება უნდა, მაგრამ თუკი შედეგი არ დაიდო, პასუხისმგებლობა მთლიანად უნდა აიღოს თავის თავზე ისევე, როგორც იმ მინისტრებმა და საააგნეტოს ხელმძღვანელმა, ვისაც ხელეწიფებოდა, ჰქონდათ ვალდებულება, ესეთი მასალა გაენადგურებინათ და შემდეგ ვერ აღუდგენ წინ. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ყველა შემთხვევაში სახელმწიფოს ვალდებულება, ჩვენ, მოქალაქეები დაგვიცვან,“ - განაცახდა ალასანიამ.