ბოლო პერიოდში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების და მუქარის გამო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საკანონმდებლო ინიციატივა შეიმუშავა. დღევანდელ ბრიფინგზე დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ პირადი თავისუფლების ქარტია ოთხ პრინციპს ეფუძნება. ინიციატივის მიხედვით, სუს-ის ნაცვლად, უნდა შეიქმნას ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, რომელშიც შევა მხოლოდ ის ფუნქციები რაც უკავშირდება ანტიტერორიზმს, კონტრდაზვერვას, ექსტრემიზმს.
- გაუქმდეს სუს-ი და პოლიტიკური ზედამხედველობა. ასევე, უნდა გაუქმდეს ოდეერთა ინსტიტუტი.
- უნდა შეიცვალოს ფარული მიყურადების და მოსმენების ინსტიტუტი და მოხდეს მისი რადიკალური რეფორმირება. კანონი უნდა დაეფუძნოს არასამთავრობოების მოთხოვნას. ეს შენ გეხებას საკანონმდებლო ინიციატივა უკვე არსებობს და უნდა დავიწყოთ რეფორმირება.
3 არ უნდა არსებობდეს დაუსჯელობის სინდრომი. უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომელიც სამართალდამცველებს გააკონტროლებს.
- უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო კონტროლი, რაც უკავშირდება საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას,პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში უფლებამოსილების გაფართოებას და ეს არის მნიშვნელოვანი.
"რადიკალურად უნდა შევცვალოთ კანონმდებლობა. არ გვაქვს იმედი, რომ დღეს უმრავლესობა დაგვთანხმდება ამაზე, მაგრამ ჩვენ გვექნება ინიციატივა და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არჩევნებამდეც შეცვალოს, მაგრამ თუ ამას არ მოახერხებს და ვერ მოახერხებს ივანიშვილი, დაწმუნებული ვარ, რომ ის შეეწინააღმდეგება, ჩვენ ამას გავაკეთებთ" - თქვა რატიანმა და აღნიშნა, რომ "ქვეყანა ბრუნდება 90-იანებში, რომელიც უფრო ჰგავს რუსეთის 90-იანებს, როდესაც ოლიგარქები საზოგადოებას და ოპონენტებს ესაუბრებოდნენ მსგავსი კადრებით და პირადი ცხოვრების შანტაჟით”, - აცხადებენ ენმ-ში.