ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ შენობა სტუდენტების შეძახილების ფონზე დატოვა.
"გადადექი"-ამ შეძახილებით გააცილეს ლადო პაპავა უნივერსიტეტის შენობიდან სტუდენტებმა, - იუწყება რუსთავი 2.
პაპავამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ის თანამდებობის დატოვებას და გადადგომას არ აპირებს.