საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, სლოვაკი, ვლადიმირ ვაისი უხელმძღვანელებს. რადიო ჯაკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 51 წლის სპეციალისტს, დღეს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დაამტკიცებენ, რომელიც დღეს 10:30 საათზეა ჩანიშნული.
რადიო ჯაკომ სფფ-ს ხელმძღვანელობისა და ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის შეხვედრის კადრები ექსკლუზიურად მოიპოვა.
ვლადიმერ ვაისი ბოლოს ყაზახურ „კაირათს“ წვრთნიდა, 2008-2012 წლებში კი სლოვაკეთის ნაკრებს ედგა სათავეში. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სლოვაკეთის ნაკრები სწორედ ვაისმა გაიყვანა. სლოვაკებმა, მაშინ, ჯგუფში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, იტალიის ნაკრები ჩატოვეს, ახალ ზელანდიასთან ერთად. თავად კი პარაგვაისთან ერთად ჯგუფიდან გავიდნენ.
მთავარ მწვრთნელს, სფფ-ს ხელმძღვანელობა მედიას 13:00 საათზე წარუდგენს.