12 მარტს საქართველოს რაგბის ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფარგლებში მორიგ შეხვედრას სოჭში გამართავს, სადაც ქართველი ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
თიბისი ბანკი, საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორი, რაგბის მოყვარულებს ვაკის პარკის ღია კინოთეატრში, კლუბ „33ა“-ში ეპატიჟება, სადაც დიდ ეკრანზე თამაშის ტრანსლაცია გაიმართება. რაგბის გულშემატკივრებს ადგილზე ბევრი სურპრიზი დახვდებათ - სახეზე მოხატვა, სამახსოვრო ფოტო, საზეიმო დრამ-შოუ და რაც მთავარია, საბრძოლო განწყობა. ჩვენებას ასევე შეუერთდებიან ყიჟინატორები.
გულშემატკივართა შეკრება დაიწყება შაბათს, 12 მარტს, 15:00 საათიდან. დასწრება თავისუფალია! თამაში დაიწყება 16:00 საათზე.