ნადია სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ,,ბიბისის“ ინფორმაციით, მისი ადვოკატი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. ნიკალაი პოლოზოვის თქმით, სავჩენკოს, რომელმაც 3 მარტს გამოცხადებული მშრალი შიმშილობის შემდეგ, გუშინ წყლის მიღება დაიწყო, აუცილებლად ესაჭიროება ექიმის კონსულტაცია.
ადვიკატის განცხადებით, ჯანმრთელობის სხვა პრობლემენთან ერთად , უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში სავჩენკოს აღენიშნება მაღალი ტემპერატურაც.
ადვიკატი ხაზს უსვამს, რომ სავჩენკო რუს მედიკოსებს უნდობლობას უცხადებს, ხოლო უკრაინელ მედიკოსებს ჯერ არ მიუღიათ რუსეთის ხელისუფლების ნებართვა პატიმართან ვიზიტის შესახებ.
გუშინ სავჩენკოს გადაწყვეტილებას - დაეწყო სითხის მიღება, საფუძვლად დაედო უკრაინის პრეზიდენტის წერილი მის მიმართ, სადაც პეტრო პოროშენკო მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. თუმცა, მოგვიანებით პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ პოროშენკოს სავჩენკოსთვის წერილი არ მიუწერია და მასთან გამამხნევებელი სიტყვები დედას და დას დააბარა.