ბევრი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა გაიკეთოს ყველა ქალმა მკერდზე მასაჟი. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ძველი ტექნიკაა და ბევრი უპირატესობა აქვს. მკერდის მასაჟი კარგია, რადგან შველის სისხლის ცირკულაციას მკერდზე და ხელს უწყობს მის ზრდას. ასევე მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მას შეუძლია მკერდის კიბოს რისკის შემცირება.
მკერდის მასაჟის უპირატესობები:
1) ამცირებს ჩამოწელვის რისკსა და აუმჯობესებს ფორმას
მკერდის ლამაზი ფორმა რომ გქონდეთ, მასაჟი ერთადერთი მეთოდია. მკერდის ქსოვილში კუნთი არაა, ამიტომ მასაჟით თქვენ სისხლის ცირკულაციას გაიუმჯობესებთ და გაიმკვრივებთ ჩამოწელილ კანს.
2) ამცირებს ნაწიბურებს
მკერდის მასაჟი განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ ქალებისთვის, ვისაც მკერდის ოპერაცია აქვს გაკეთებული. სპეციალური ზეთებით მასაჟი უზრუნველყოფს ძველი ნაწიბურების მოშორებას, ხდის კანს გლუვს.
3) ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.
თუ თქვენ იმ ქალების რიცხვში შედიხართ, რომლებიც მენსტრუალური პერიოდის დროს, მკერდის არეში დისკომფორტსა და ტკივილს გრძნობენ, მასაჟი თქვენთვისაა. გვირილის ეთერზეთის დამატებით კი შედეგს უფრო მალე მიაღწევთ.
4) ამცირებს მკერდის კიბოს
მკერდის რეგულარულად მასაჟის შემდეგ, თქვენ ცვლილებებს შეამჩნევთ. მასაჟი სამკურნალოა იმიტომ, რომ ის ზრდის ლიმფის ცირკულაციას, რომელიც შეიცავს ინფექციებთან „მებრძოლ“ უჯრედებს.
5) ამცირებს ნაოჭებს
მასაჟი ხელს
უწყობს უჯრედების რეგენერაციას. ეს ნიშნავს იმას, რომ მას ნაოჭების შემცირება შეუძლია.
6) ზრდის მკერდის ზომას
მკერდის ზომა მეტწილად ჰორმონებზეა დამოკიდებული. მასაჟი ასტიმულირებს მეტი ჰორმონების გამოყოფას. ეთერზეთებისა და მცენარეების საშუალებით ამ პროცესის დაჩქარება შეიძლება.
ეს კი ის რჩევებია, თუ როგორ უნდა გაიკეთოთ მასაჟი :
1) გამოიყენეთ ლუბრიკანტი
ზეითუნის ზეთის გამოყენებით თქვენ არამარტო აუცილებელ მკვებავ ნივთიერებებს შეიწოვთ, არამედ ეს დაგეხმარებათ, რომ უკეთესად გაიკეთოთ მასაჟი.
2) ცხელი ხელები
ზეითუნი ან კრემი წაისვით ხელებზე, შემდეგ კი ორივე ხელი შეიზილეთ ერთმანეთს იქამდე, სანამ არ გაგითბებათ.
3) დაიზილეთ მკერდი
დაიდეთ მკერდზე ხელი და ნაზად დაიწყეთ დაზელვა წრიული მოძრაობით. ეს ნიშნავს, რომ მარჯვენა ხელმა უნდა იმოძრაოს საათის საწინააღმდეგოდ, მარცხენამ- პირიქით. ეს უნდა გაგრძელდეს მხოლოდ რამდენიმე წამი.
4) იყავით ნაზი
მკერდის არე ძალიან მგრძნობიარეა. თქვენ უნდა ეცადოთ, რომ მასაჟით ნეგატიური ეფექტი არ გამოიწვიოთ, ამიტომ ის უნდა გაიკეთოთ ნაზად მაქსიმალური ეფექტისთვის.