ადამიანის დაბადების რიცხვი გარკვეულ მინიშნებებს გვაძლევს მის სახასიათო შტრიხებზე. ზოგადად, დაბადების რიცხვს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს თვისებებსა და ხასიათზე.
1, 10, 19, 28 რიცხვებში დაბადებული ადამიანი ინდივიდუალისტია, აქვს განსაკუთრებული შეხედულებები, არის ჯიუტი და მიზანსწრაფული. შეუძლია, შემოქმედებითად მიუდგეს ყველა საქმეს. ამ რიცხვებში დაბადებულები გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, ლიდერის თვისებებით, არტისტულობით, ორიგინალური აზროვნებით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
2, 11, 20, 29 რიცხვებში დაბადებულებს აქვთ მდიდარი წარმოსახვის უნარი, თუმცა აკლიათ საკუთარი თავის რწმენა. ისინი არც ისე შეუპოვრები არიან. ამ რიცხვებში დაბადებულები გამოირჩევიან მგრძნობიარობით, ემოციურობით, ექსტრასენსობის უნარით, დიპლომატიურობით, მეოცნებეობით.
3, 12, 21, 30 რიცხვებში დაბადებული ადამიანები ძალიან თავმოყვარეები არიან. მიზანდასახულობის წყალობით, ხშირად აღწევენ მიზნებს. გამოირჩევიან განსაკუთრებული სიყვარულის უნარით, არტისტიზმით, ინტელექტუალური შესაძლებლობებით, იუმორის გრძნობით, მერყევი ხასიათით, მდიდარი წარმოსახვის უნარით, ინტუიციით.
4, 13, 22, 31 რიცხვებში დაბადებული ადამიანები პრაქტიკულები და მგრძნობიარეები არიან. იშვიათად აღწევენ წარმატებებს. გამოირჩევიან წესრიგის სიყვარულითა და პატიოსნებით. არ ეშინიათ მძიმე სამუშაოს შესრულების. არიან პესიმისტები, ემოციურები, ნერვიულები. აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა.
5, 14, 23 რიცხვებში დაბადებული ადამიანები სამართლიანები არიან. ახასიათებთ იმპულსურობა მოქმედების დროს.
გამოირჩევიან დამყოლი ხასიათით. არიან გულმავიწყები, ინტელექტუალურები, ემოციურები, პროფესიონალები. გამოირჩევიან სხარტი აზროვნებით.
6, 15, 24 რიცხვებში დაბადებულები ადვილად იპყრობენ გარშემო მყოფთა ყურადღებას. არიან ჯიუტები. შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა, საქმისთვის თავდადება, გარშემო მყოფებზე უანგაროდ ზრუნვა. თუმცა, ამავდროულად, არიან ამბიციურები და ადვილად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ.
7, 16, 25 რიცხვებში დაბადებულები გამოირჩევიან მახვილი ინტუიციითა და მიმზიდველობით. ძლიერ გავლენას ახდენენ გარშემო მყოფებზე. ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალურობა, არტისტიზმი და რომანტიზმი. ასევე, ადვილად შეუძლიათ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება.
8, 17, 26 რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს ახასიათებთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ხშირად ხვდებიან გაუგებრობების მსხვერპლი. გამოირჩევიან ფულის შოვნის უნარით და კარგი ორგანიზატორული ნიჭით. არიან ემოციურები, ამავდროულად, ზარმაცები და მერყევები.
9, 18, 27 რიცხვებში დაბადებული ადამიანები თანაგრძნობას უწევენ გარშემო მყოფებს. არიან მოუთმენლები, დამოუკიდებლები, ამბიციურები, ნიჭიერები, არტისტულები. აქვთ პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა და ორგანიზატორული უნარი. მათ შეგიძლიათ, თვალდახუჭული ენდოთ.