ქალთა უფლებების დასაცავად აქცია "#პოლიტიკაShe" გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე მოაწყვეს.
აქციაზე ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: "არც მოძღვარი და არც ქმარი, თავის ბედს წყვეტს თვითონ ქალი", ,,მე არ მჭირდება ყვავილები, მე მჭირდება უფლებები", "ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება", "არ გათხოვდე, გათხოვება ქმრის მსახურებაა", "ათასად კაცი დაფასდა – ქალის შრომა ჯერ არ დაფასებულა", "ქალის შრომა უჩინარი შრომაა", "ენა, მამული, ჰომოფობია", ,,მეტი ქალი პარლამენტში“ .
აქციაში 100-ზე მეტი პირი მონაწილეობდა. აქციაზე ქალთა უფლებების დამცველი სხვადასხვა ჯგუფებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია და სხვა წევრები იმყოფებოდნ