ალები ახირებული და უცნაური არსებები არიან. ყოველ შემთხვევაში ასე სჯერათ მამაკაცებს. ეს სტატიაც ამ მოსაზრების დადასტურებაა. ჩვენ დავაკვირდით რა უცნაურობები ახასიათებთ გოგონებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და თქვენც გიზიარებთ ჩვენი დაკვირვების შედეგებს.
ვერძი - არ შეუძლია დიდხანს გაჩერდეს დახურულ შენობაში, გიჟდება თმის
სამაგრებზე, საჭესთან ხშირად აჭარბებს სიჩქარეს, ხმამაღლა საუბრობს და იცინის.
კურო - ჩვევა აქვს კარი სასწრაფოდ ჩაკეტოს ავტომობილში ჩაჯდომისას და სახლში მისული. ყოველთვის აქვს რამდენიმე ჩანთა და საფულე, სადაც შავი დღისთვის ფულს ინახავს. საათში ერთხელ ისხამს სუნამოს. გიჟდება ყვავილების მოვლა-გახარებაზე.
ტყუპი - ახასიათებს საუბრისას მკვეთრი ჟესტიკულაცია. ტელეფონი მისი განუყრელი ნივთია. შენობაში ყოფნისას ყოველთვის აღებენ ფანჯარას ან კარს. უყვართ ხეტიალი.
კირჩხიბი - ყველა თავისი ბავშვობის სათამაშო შენახული აქვს. ტუშის გარეშე არასოდეს გადიან სახლიდან. ყოველთვის ევაჭრებიან გამყიდველს პროდუქტების შეძენისას. არასოდეს ყრიან ძველ ნივთებს.
ლომი - საუბრისას თმას აწვალებენ. მხოლოდ ოქროს სამკაულის ტარება უყვართ. მუდმივად დააქვთ თან სარკე. მიჯაჭვულობა გააჩნიათ ბრენდების მიმართ.
ქალწული - ხშირად იბანს ხელებს. არ
გამოდიან სახლიდან სუნამოს გარეშე. აქვთ ჩვევა იკვნიტონ ტუჩები. როცა მოწყენილი არიან თითებით "პიანინოს უკრავენ" მაგიდაზე.