საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ფარული ჩანაწერების საკითხზე პაპუაშვილს პირადად ესაუბრა.
"საქართველოს პრეზიდენტისთვის მოსამართლეთა დაცულობა, ისევე როგორც მოსამართლთა თავისუფალი გადაწყვეტილების უზრუნველყოფა და მისი ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად, გუშინვე საქართველოს პრეზიდენტი დაუკავშირდა და ესაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მიგვაჩნია, რომ მთელი ეს პროცესი უკიდურესად გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, იმისათვის, რომ აღნიშნულ საკითხზე არ გაჩნდეს არცერთი კითხვის ნიშანი", - ამბობს გიორგი აბაშიშვილი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა შაბათს განაცხადა, რომ კონფიდენციალურმა წყარომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის არსებობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პაპუაშვილის თქმით, ამ მასალების გამოქვეყნების მთავარი მომხრე იუსტიციის მინისტრია.