პარლამენტის თავმჯდომარე, ,,რესპუბლიკური პარტიის“ ლოდერი, დავით უსუაშვილი აცხადებს, რომ ქორწინებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ჩანაწერს არანაირი გამაგრება არ სჭირდება. როგორც მან ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, კონსტიტუციაში ოჯახის განსაზღვრების შესახებ ჩანაწერის ინიცირება კონტრპროდუქტიულია.
,,რესპუბლიკური პარტიის“ პოზიცია იყო და რჩება ის, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, კონსტიტუციით, სხვა კანონებით, საქართველოში ქორწინება არის მხოლოდდამხოლოდ მამაკაცსა და ქალს შორის ნებაყოფლობითი კავშირი, და არანაირი კანონით არანაირი ნორმა სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა, რაიმე ეჭვებს არ ბადებს. და რესპუბლიკური პარტიის პოზიცია არის ის, რომ ქორწინება ეს არის მამაკაცის და ქალის ნებაყოფლობითი ერთობა, და ამ საკითხს არც შეცვლა სჭირდება და არც გამაგრება სჭირდება... ჩვენ ვრჩებით პოზიციაზე, რომ მისი ინიცირება არის არასწორი და კონტრპროდუქტიული», - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.