„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. პოლიტსაბჭოს წევრები არ აკონკრეტებენ, განიხილება თუ არა კოალიციაში ბოლო დროს მიმდინარე დაპირისპირების საკითხები.
მათი ინფორმაციით, სხდომაზე საუბარი რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას შეეხება, რომელიც მსჯელობისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გახდება ცნობილი.
პოლიტსაბჭო 17:00 შეიკრიბება.