ცელიაკია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებაა, რომელიც აღმოცენდება მცენარეულ პროდუქტებში არსებული ცილა გლუტეინის მიღებისას. ამ ცილას შეიცავს პური, მაკარონი, ნამცხვარი, პიცის ქერქი და მრავალი სხვა პროდუქტი, რომელთა მოსამზადებლადაც გამოიყენება ხორბალი, ჭვავი ან ქერი. ცილა გლუტეინის შემცველი საკვების მიღებისას წვრილ ნაწლავში ვითარდება იმუნური რეაქცია, რომელიც იწვევს წვრილი ნაწლავის შიგნითა ზედაპირის დაზიანებას და განსაზღვრული საკვები ნივთიერებების შეწოვას არღვევს.
სიმპტომები:
1.მუცლის ტკივილი
გლუტეინების ცუდად გადამუშავების ყველაზე თვალსაჩნო სიმპტომი სწორედ ესაა. იწვევს მუცლის შებერილობას, დიარეას და ფაღარათს.
2.თავბრუსხვევა
იმის გამო, რომ წვრილი ნაწლავი ვერ უზრუნველყოფს ღირებული ელემენტების შეთვისებას, ადამიანს ხშირად
ემართება თავბრუსხვევა,ორიენტაციის დარღვევა, სისუსტის შეგრძნება.
3.ხასიათის ცვლილება
ადამიანები, რომლებიც ვერ ითვისებენ გლუტეინებს, ხშირად არიან გაღიზიანებულები, შეწუხებული და დაძაბულები გაურკვეველი მიზეზით. ეს არცაა გასაკვირი, ნაწლავების გამუდმებული პრობლემები არავის ახარებს.
4.შაკიკის შეტევები
ეს ძალიან გავრცელებული და ზოგადი სიმპტომია, მაგრამ სხვა სიმპტომებთან ერთად ექიმთან გადაუდებელ ვიზიტზე მიუთითებს. ცელიაკიით დაავადებულებს შაკიკის შეტევები ჭამიდან 30-60 წუთის განმავლობაში ეწყებათ.
5.გამონაყარი კანზე და ქავილი
თუ ნაწლავებს არ შეუძლია ნორმალურად მიიღოს გლუტეინები, ეს მაშინვე აისახება კანზე-ჩნდება გამონაყარი. იმუნური სისტემა სწრაფად რეაგირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევებზე და გამოიმუშავებს ანტისხეულებს, რომელიც კანის სიმშრალეს და ქავილს იწვევს.
6.ქრონიკული დაღლილობა
საკმაოდ საგანგაშო ნიშანია, თუ ადამიანს სძნავს 8-9 საათი და მიუხედავად ამისა, მაინც დაღლილობას გრძნობს. ასეთ შემთხვევაში ორგანიზმი მთელ ძალებს მისთვის მავნებელი ცილების გადამუშავებას ახარჯებს. რაციონიდან გლუტეინების შემცველი პროდუქტების ამოღებით მდგომარეობა, როგორც წესი უმჯობესდება.
7.ლაქტოზის აუტანლობა
თუ ეს დიაგნოზი უკვე დასმულია, მაშინ გირჩევთ გამოიკვლიოთ რამდენად იტანთ გლუტეინებს, რადგან ეს ორი პრობლემა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.
ცელიაკიის ერთადერთი მკურნალობის საშუალება მკაცრი დიეტაა, რომლის დროსაც რაციონიდან მოგიწევთ ამ ნივთიერების შემცველი პროდუქტების ამოღება.