რუსეთის საელჩომ პროტესტი გამოთქვა უკრაინაში რუსეთის საელჩოზე თავდასხმის გამო. ,,ბიბისი“ საელჩოს პრეს-მდივანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 6 მარტს, გამთენიისას, უცნობმა პირებმა განახორციელეს თავდასხმა საელჩოსთან მდგარ ავტომობილებზე. დაზიანებულია 3 ავტომობილი დიპლომატიური ნომრებით.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ასევე, რომ თავდამსხმელები ისვრიან კვამლსადენებს საელჩოს მიმართულებით.
უკრაინის სამართალდამცავი ორგამოების ინფორმნაციით ფაქტზე აღძრულია საქმე ხულიგნობის ბრალდებით, რაც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უკრაინული მედია კი წერს, რომ საელჩოს დაცვამ თავდამსხმელთა დასაშინებლად ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.