ფიქრობთ, რომ თქვენი საყვარელი გრძელი კაბა ერთ-ერთი მოდური და გემოვნებიანი ტანსაცმელია თქვენს გარდერობში? როგორც აღმოჩნდა, ეს ასე არ არის. ერთ-ერთი ბრიტანული საიტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რესპონდენტების უმეტესობის აზრით, გრძელი კაბა უკიდურესად არასექსუალური და უგემოვნოა, პატრიოტული ტანსაცმელი კი _ სულელური.
ტანსაცმლის კიდევ რა ელემენტები შეიტანეს ბრიტანელმა მოდის ექსპერტებმა უგემოვნო ნივთების სიაში და რა გარემოებაში არ უნდა ჩავიცვათ, ან არ უნდა ვატაროთ ისინი? შესაბამისი სია ასე გამოიყურება:
ფეხსაცმელი პლატფორმის ძირით, რომელსაც სელმა ჰაიეკი ხშირად იცვამს.
დევიდ ბეკჰემის საცურაო კოსტიუმი. ქეთი პერის ეროვნული ტანსაცმელი და აქსესუარები. მაიკლ დუგლასის საყვარელი ჰავაური პერანგები. გრძელი კაბა, რომელსაც ნიკი რუდი დიდ უპირატესობას ანიჭებს. სნუპ დოგის საყვარელი მზისგან დამცავი კეპი. დიდი შლაპები, რომელიც მერი-კეიტ ოლსენის მშვენიერ თავს ხშირად ამშვენებს და სარა ჯესიკა პარკერის საყვარელი წინდები, ღია ფეხსაცმელთან ერთად.
იმის მიუხედავად, რომ ვარსკვლავები ამ ტანსაცმელსა და აქსესუარებს ხშირად ირგებენ, მოდის ექსპერტები გირჩევენ, თავი შეიკავოთ მათი მოხმარებისგან, ან ზუსტად მაინც შეარჩიოთ მათი ჩაცმის დრო და ადგილი.