პასიური მწეველები მეხსიერების დაქვეითების რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამის შესახებ ბრიტანეთის, ნორტუმბრიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომლებმაც შესაბამისი კვლევა ჩაატარეს.
მეცნიერებმა კვლევის მონაწილეები სამ ჯგუფად გაყვეს. პირველ ჯგუფში შევიდნენ მწეველები, მეორეში _ პასიური მწეველები. მესამე ჯგუფის წევრები კი არ ეწეოდნენ და არ ურთიერთობდნენ მწეველ ადამიანებთან.
მეცნიერებმა სამივე ჯგუფის წევრების მეხსიერება შეამოწმეს. გაირკვა, რომ პასიურ მწეველებში მეხსიერება, მესამე ჯგუფის წევრებთან შედარებით, 20 პროცენტით გაუარესდა. აქტიურ მწეველებში კი ეს მაჩვენებელი 30 პროცენტით შემცირდა.
მანამდე კვლევებმა აჩვენა, რომ პასიური მოწევა გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული სისტემის დაავადებებს, ასევე კიბოს, ასთმასა და ჭკუასუსტობას იწვევს.