ამერიკელი ნევროლოგები ამტკიცებენ, რომ ოპტიმალური ეფექტის მისაღებად, ყავა 9:30-დან 11:30 საათამდე შუალედში უნდა მიირთვათ, ან გაღვიძებიდან ერთი საათის შემდეგ.
საქმე ისაა, რომ კოფეინი ურთიერთქმედებს კორტიზოლის ჰორმონთან, რომელიც ყურადღებას აძლიერებს. კორტიზოლის დონე გაღვიძების შემდეგ ისედაც მაღალია. ასეთად ის შეიძლება დარჩეს ერთი საათის განმავლობაში. როგორც წესი, ამ ჰორმონის აქტივობის პიკი 8-დან 9 საათამდეა.
სტივენ მილერი მერილენდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უნივერსიტეტიდან, გვირჩევს, ყავა დავლიოთ მას შემდეგ, რაც კორტიზოლის ექსპრესიის პიკი გაივლის. სხვა შემთხვევაში შესაძლოა, განვითარდეს კოფეინის მიმართ იმუნიტეტი. ამ მიზეზით ადამიანს უწევს, მიღებული ყავის რაოდენობა გაზარდოს, რათა ეფექტი მიიღოს. ამ ფორმით, გაღვიძებისთანავე ყავის დალევა შესაძლოა მავნებელი აღმოჩნდეს.
კორტიზოლი, რომელიც სტრესის დროს დიდი რაოდენობით გამომუშავდება, ენერგეტიკულ მარაგებს ეხმარება გლუკოზად გარდაქმნაში, რომელიც შესაძლოა გამოიყენოს უჯრედებმა. დილით მოცემული პროცესი ადამიანს აფხიზლებს, მაგრამ უძლიერებს შიმშილის გრძნობას. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ შუადღის შემდეგ ყავის მიღებას შეუძლია ყურადღების დაქვეითების კომპენსირება, რომელიც ნოყიერი სადილის შემდეგ დგება.
უნდა აღინიშნოს, რომ კორტიზოლის ექსპრესიის პიკი შესაძლოა, დღის სხვა პერიოდებშიც დადგეს. ეს პიკი, ასევე, აღინიშნება 12-დან 13-მდე და 17:30-დან 18:30 საათამდე. ასე რომ, ყავის მიღების ზუსტი დრო დამოკიდებულია ადამიანის ძილის რეჟიმზე.