მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ქალებს, რომლებსაც აქვთ ლეპტინის _ მადის მაკონტროლებელი ჰორმონის მაღალი მაჩვენებლები, ნაკლებად აღენიშნებათ დეპრესიის სიმპტომების გამოვლინებები. ეს ფაქტი არანაირად არ არის დაკავშირებული სხეულის მასის ინდექსთან.
კვლევის ხელმძღვანელის ელიზაბეტ ლიუსონის (მასაჩუსეტსის ჰოსპიტალი და ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, ბოსტონი) განცხადებით, `მონაცემები, რომლებიც მიღებულ იქნა ცხოველების შესწავლის გზით, მეტყველებს იმაზე, რომ ლეპტინს შეუძლია, შეამციროს შფოთვა და გააუმჯობესოს ავადმყოფის მდგომარეობა დეპრესიის დროს. ქალებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ლეპტინი ნამდვილად ავლენს თავს, როგორც ანტიდეპრესანტი~.
ლეპტინი _ ეს არის ცხიმოვანი უჯრედების მოქმედების პროდუქტი, რომელიც გვამცნობს სიმაძღრის შესახებ. მისი დონე დაბალია გამხდარ ქალებში და ძალიან მაღალია მსუქნებში. ასევე ცნობილია, რომ ლეპტინის ნაკლებობასთან დაკავშირებული ზოგიერთი დარღვევების დროს აღინიშნება შფოთვა და დეპრესია. ამ რიცხვს მიეკუთვნება ნერვული ანორექსია და ფუნქციური ჰიპოთალამური ამენორეა (მენსტრუაციის შეწყვეტა, მიუხედავად ნორმალური წონისა).
იმის გაგებაში, როგორ მოქმედებს ლეპტინი ქალების ემოციურ ფონზე, მეცნიერებს დაეხმარა 64 მოხალისეზე დაკვირვება. 15 მათგანს ჰქონდა ნერვული ანორექსია, 12-ს ნორმალური წონის ფონზე აღენიშნებოდა ამენორეა, 20-ს ჰქონდა კარგი წონა და ნორმალური თვითგრძნობა, 17-ს _ ჭარბი წონა გადახრების გარეშე.
კვლევის ყველა მონაწილეს აძლევდნენ შეკითხვებს, რომლის საშუალებითაც აფასებდნენ დეპრესიისა და შფოთვის სიმპტომებს. ლეპტინის დონის, ცვლილებების გარდა, მეცნიერები აფასებდნენ სხეულის მასის ინდექსს ყველა მოხალისეში. აღმოჩნდა, რომ კავშირი ლეპტინის დონესა და დეპრესიის სიმპტომებს შორის არ იყო დამოკიდებული სხეულის მასის ინდექსზე.