,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია - "არა გაზპრომს" რუსეთის ფედერაციის საელჩოს ყოფილ შენობასთან გაიმართა.
"ცოცხალი ჯაჭვის" აქციის მონაწილეთა ორგანიზებას თავად "ნაციონალების" ლიდერები ახორციელებენ.
ე.წ. ცოცხალ ჯაჭვში მდგომ მოქალაქეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები და ლურჯი ბუშტები, წარწერით "არა, გაზპრომს".
ისინი ასევე აპირებენ შეაგროვონ პეტიციაზე ხელმოწერები, რის შემდეგაც ხელმოწერილ პეტიციას მთავრობის ადმინისტაციაში ჩააბარებენ.
აქციის მონაწილეებმა ასევე გააპროტესტეს ნადეჟდა სავჩენსკოს პატიმრობაში ყოფნა და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.