ბანაობა
დღეს ადამიანები პირად ჰიგიენას დიდ ყურადღებას უთმობენ, თუმცა ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მე-18 საუკუნის დასაწყისამდე ცივილიზებულ დასავლეთში ხშირად ისე კვდებოდნენ, რომ ერთხელაც არ ბანაობდნენ, რადგანაც იმ დროისათვის ბანაობა (განსაკუთრებით, ცხელ წყალში) სიცოცხლისთვის საშიშ, ათასგვარი დაავადებების გამომწვევ პროცედურად ითვლებოდა. იმ შემთხვევაში კი, თუ ვინმე ბანაობას გარისკავდა, ამას ტანსაცმლით აკეთებდა. ეს ჩვეულება მე-19 საუკუნის ბოლომდე შემორჩა.
დეზოდორანტი
პირველად დეზოდორანტის შექმნის იდეა 1880-იან წლებში გაჩნდა და ის ცნობილ ერუდიტს, ზირიაბს ეკუთვნის. მისი ინიციატივითა და მონდომებით შეიქმნა 1888 წელს პირველი დეზოდორანტი, იმავე წელს მისი სერიული წარმოება დაიწყო და ევროპაში არნახული წარმატება ჰპოვა.
ეპილაცია
დასავლეთის სამყაროში ქალები ეპილაციას საერთოდ არ იკეთებდნენ. სხეულიდან ბეწვის მოშორების პრაქტიკა 1920-იან წლებში დამკვიდრდა. დასავლეთის ზოგიერთ ქვეყნებში ქალები ეპილაციას დღემდე არ იტარებენ.
საპირფარეშო
მე-18 საუკუნის შუა პერიოდამდე დასავლეთის ქვეყნებში საპირფარეშოები საერთოდ არ არსებობდა და ადამიანები ღამის ქოთნებს იყენებდნენ. არ არსებობდა არც წყალსადენები და კანალიზაციის სისტემა, რის გამოც ქოთნებს ხშირად ფანჯრებიდან აქცევდნენ. ამიტომ, სახლებსა და ეზოებში ყოველთვის არასასიამოვნო სუნი იდგა. უფრო გვიან პერიოდში ეზოებში საპირფარეშოები დადგეს, თუმცა
ღამის ქოთნებს დასავლეთში გვიან ვიქტორიანულ ეპოქაშიც იყენებდნენ.
ტუალეტის ქაღალდი
ტუალეტის ქაღალდი მე-18 საუკუნის ბოლოს გამოიგონეს. მანამდე ადამიანები მათ ხელთ არსებულ ნებისმიერ საშუალებას (ნაჭრები, ფოთლები) იყენებდნენ. ამ სურათზე გამოსახულია მე-18 საუკუნის პორტატული ტუალეტი.
მწერები
მე-18 საუკუნეში ლოგინის მწერები ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას წარმოადგენდა. განსაკუთრებით იყო გავრცელებული რწყილები, რის გამოც საწოლებს ნავთს უსვამდნენ და აბეზარი მწერების განადგურებას ამ გზით ცდილობდნენ.
პირის ღრუს ჰიგიენა
პირველი კბილის პასტა მე-18 საუკუნეში იტალიურმა კომპანიამ “მარვისმა” გამოუშვა, თუმცა ხალხს ჰიგიენის ძვირადღირებულ საშუალებებს ხორცის ყიდვა ერჩივნა და შესაბამისად, “მარვისის” ინოვაციას ფართო რეზონანსი არ მოჰყოლია. მანმადე ადამიანები პირის ღრუს პრაქტიკულად საერთოდ არ უვლიდნენ ან კბილებს იშვიათად მარილით იწმენდნენ.