1. დახმარების თხოვნა
ამ მეთოდს ბენჯამინ ფრანკლინის სახელი ჰქვია. მას სურდა იმ ადამიანის კეთილგანწყობა მოეპოვებინა, ვისაც სძულდა.
ფრანკლინმა ზრდილობიანად სთხოვა წიგნი ეთხოვებინა, სასურველის მიღების შემდეგ კიდევ უფრო თავაზიანად უთხრა მადლობა. ამ ფაქტის შემდეგ მამაკაცები დამეგობრდნენ. ამ მეთოდს მარტივი ახსნა აქვს, - თუ ადამიანი დახმარებას გთხოვთ, სხვა დროს თქვენც შეგიძლიათ მას მიმართოთ. ისიც ისევე მოიქცევა, როგორც თქვენ.
2. მოითხოვეთ მაქსიმუმი
სთხოვეთ იმაზე მეტი, რაც გსურთ და როცა უარს მიიღებთ, მოითხოვეთ ის, რაც სინამდვილეში გსურდათ. ადამიანი უხერხულად იგრძნობს თავს, რომ პირველად დიდ თხოვნაზე უარი გითხრათ და მცირე დახმარებას აუცილებლად გაგიწევთ.
3. კეთილგანწყობა
ამერიკელი ფსიქოლოგის, დეილ კარნეგის აზრით, ადამიანისთვს ყველაზე სასურველი, საკუთარი სახელის გაგონებაა. თუ მოსაუბრის თქვენდამი კეთილგანწყობა გსურთ, სახელით მიმართეთ. ხოლო, თუ ადამიანს მეგობარს დაუძახებთ, ის თავს მართლა თქვენს მეგობრად იგრძნობს. თუ ვინმესთან მუშაობა გსურთ, ბოსი უწოდეთ.
4. პირფერობა
თუ ადამიანს მაღალი თვითშეფასება აქვს, თქვენი შექება და კომპლიმენტი ესიამოვნება, სათანადოდ მიიღებს, ხოლო თუ დაბალი თვითშეფსება აქვს, შეიძლება ნეგატიურად მიიღოს. ამიტომ, იყავით გულწრფელი, მაგრამ
ფრთხილი.
5. ანარეკლი
როცა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილები ვართ, მის მიმიკას ვიმეორებთ. ასევე შეგიძლიათ მოიქცეთ, თუ ადამიანისგან კეთილგანწყობის მოპოვება გსურთ.
6. ისარგებლეთ ოპონენტის დაღლილობით
როცა დაღლილ ადამიანს რამეს სთხოვთ, მისგან ასეთ პასუხს მიიღებთ: "კარგი, ხვალ გავაკეთებ". ხვალ კი აუცილებლად აასრულებს დანაპირებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ფსიქოლოგიური დისკომფორტი შეექმნება.
7. მოითხოვეთ ის, რაზეც უარს ვერ გეტყვიან
მეორე პუნქტის საპირისპირო მეთოდია, მაგრამ არანაკლებ ეფექტიანი. ადამიანს სთხოვეთ მარტივის გაკეთება. იყავით გულწრფელად მადლიერი და მოთხოვები ნელ-ნელა გაზარდეთ.
8. მოსმენის კულტურა
თუ მოსაუბრეს არ დაეთანხმებით, მის საწინააღმდეგო არგუმენტებს მოყვანთ, იგი მტრად გადაგეკიდებათ. დააკვირდით მოსაუბრის გრძნობებს, რას განიცდის იგი. შეიძლება განსხვავებულ მოსაზრებებშიც კი საერთო აზრს, იდეას მიაგნოთ. ხოლო, მოსაუბრეს, რომც არ ეთანხმებოდეთ, თავდაპირველად გააგონეთ მისთვის სასურველი ფრაზა: "სავსებით გეთანხმებით", "მართალი ხართ", ამით დადებითად განაწყობთ თქვენ მიმართ, მერე კი საკუთარ მოსაზრებები გააცანით.
9. ფრაზების გამეორება
გაიმეორეთ მოსაუბრის სიტყვები, ფრაზები. ასე მოსაუბრეს მიახვედრებთ, რომ თქვენთვის უცხო არ არის ის, რაზეც ის საუბრობს. ამგვარად, თქვენ შორის მეგობრული ურთიერთობა დამყარდება, თუ რა თქმა უნდა, გულწრფელი ზრახვები გამოძრავებთ.
10. დადასტურება
მოსაუბრეს სიტყვა რომ არ გააწყვეტინოთ, ფრაზაზე, რომელზეც ეთანხმებით, თავი დაუქნიეთ. ამით, გამოხატავთ, რომ ეთანხმებით მას.