პარლამენტი საკონსტიტუციო სასმართლოს შესახებ კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს. კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოამზადა. ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, თავმჯდომარის და მისი მოადგილის არჩევის წესს ეხება.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, კანონში არსებობდა ერთგვარი ხარვეზები.
“ეს შეეხება გადაწყვეტილების გამოცხადების ათვლის მომენტს, ეს შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურებს. დღეს არის რამდენიმე ხარვეზი კანონში, კერძოდ, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, როდის შედის ძალაში გამოცხადებიდან, თუ მაცნეში როდესაც ის დაიბეჭდება. ეს არის ერთ-ერთი ხარვეზი. ჩვენ მოვამზადეთ ამ მხრივ ცვლილება, რომ მაცნეში გამოქვეყნებიდან შევიდეს გადაწყევტილება ძალაში,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.