ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, "ქართულ ოცნებასა" და ,,რესპუბლიკელებს" შორის ორმხრივ შეთანხმებაზე დამატებითი კონსულტაციები გაიმართება. მისივე თქმით, შემოთავაზება საინტერესოა, თუმცა პირადად მისი დეტალები არ იცის.
,,ამ თემაზე დამატებითი კონსულტაციები გვექნება თბილისში. ჯერჯერობით შეთანხმება არ დადებულა და სანამ არ დაიდება, იქამდე დეტალებზე ვერ გესაუბრებით, თუმცა კოალიციის გამყარება ყოველთვის ეფუძნება ურთიერთკომპრომისს”, -განაცხადა გია ვოლსკიმ.
გუშინ, პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ "რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ "რესპუბლიკურ პარტიასა" და პარტია "ქართულ ოცნებას" შორის ორმხრივი პარტიული, სტრატეგიული შეთანხმება გაფორმდება.