განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, ახალი საგნის "მე და საზოგადოების" სწავლება სკოლებში 2017-2018 აკადემიური წლიდან დაიწყება. მისი განმარტებით, აღნიშნული საგნის სტანდარტი განიხილა უმაღლესმა სასწავლებლებმა, საჯარო სკოლებმა, ასევე ეროვნულმა აკადემიამ.
,,არც ერთ რეკომენდაციაში არ არის მითითება იმაზე, რომ ტექსტში რამე დისკრიმინაციულს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, ანუ ის მომენტი, რაზეც ეს ადამიანები ამდენი ხანია აპელირებენ", - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, არის უფრო პროფესიონალური და მეთოდური რეკომენდაციები და ერთი კვირის სამუშაოს შემდეგ გადაწყდება საჭიროებს თუ არა მეთოდური და პროფესიული თვალსაზრისით ამ საგნის სტანდარტი გადამუშავებას. სანიკიძის განმარტებით, შემდეგ დაიწყება მუშაობა სახელმძღვანელოზე, მასწავლებლებისთვის გადამზადების მოდელის შექმნაზე, მეთოდური მოდელის შემუშავებაზე და 2017-2018 აკადემიური წლიდან დაიწყება საგნის სწავლება სკოლებში.